რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალ უფროსად ნიკოლოზ გადელია დაინიშნა. ამის შესახებ ბრძანებას შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი გუშინ მოაწერა. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გადელია შს სამინისტროს წალკის სამმართველოში მუშაობდა.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით მჟავიას, შს სამინისტროს ინფორმაციით, ის სისტემაში რჩება.

ცნობისთვის, დავით მჟავია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.

ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
Print