რეგიონი
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ სამეგრელოში გაიმართება

პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო’’ რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სამეგრელოშიც, 15 ივნისიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, შეხვედრა ქართველ მწერლებთან და მეცნიერებთან. გარდა ამისა, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ზუგდიდის კულტურის ცენტრ ,,ოდიშში’’ კი ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლს გამართავს.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, რომლის მიზანი კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვაა, პირველად 2016 წელს ჩატარდა.

 

Print