რეგიონი
ზუგდიდში „მარათონი 2017“ გაიმართება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით „მარათონი 2017“ 11 ივნისს გაიმართება.
გარბენში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 11:00 საათიდან შეეძლებათ. ღონისძიება 12:00 საათზე რესტორან „არგოდან“ აიღებს სტარტს და რუხი მოლის ტერიტორიაზე დასრულდება.




„მარათონს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და ვგეგმავთ, რომ ტრადიციად ვაქციოთ აღნიშნული სპორტული აქტივობა. ფინიშზე გასულ გოგო - ბიჭს ჩვენი სპონსორებისგან გადაეცემა სხვადასხვა პრიზი, მათ შორის, GemFest-ის ბილეთები და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები“ , - აღნიშნეს რადიო „ათინათის“ დილის გადაცემაში ორგანიზატორებმა.





ღონისძიების სპონსორები არიან: რუხი მოლი, წყალი „სნო“, გამაგრილებელი სასმელი „PEPSI”, რესტორანი "არგო", შპს "კედა" და საკანცელარიო სერვისი „BestCopy”.

ამასთან „მარათონი 2017“ - ის მხარდამჭერები არიან: საპარტნიორო ფონდი, ტექნოპარკი, ქალაქ ზუგდიდის მერია, გამგეობა, სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და რადიო „ათინათი“ .

ღონისძიება კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

Print