რეგიონი
წითელი ჯვარი აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშთების მოძიებას განაგრძობს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო - უკვლოდ დაკარგულთა ნეშთების მოძიების მორიგი ეტაპი დაიწყო. გათხრები ხუთ რეგიონში: ოჩამჩირეში, გულრიფშში, გუდაუთასა და გაგრაში განხორციელდება.

ექსპერტ-ანთროპოლოგები ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით 30 - მდე სამარხს გახსნიან. ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის ფარგლებში მოიძიეს, რომელიც 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა. 2010 - 2016 წლებში 100 - მდე ნეშთი იდენტიფიცირდა, მათგან 39 აფხაზეთში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცა.

Print