რეგიონი
ზანა-ეწერის მიმართულებით ახალი გზა დაიგო
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზანა-ეწერის მიმართულებით 2,3 კილომეტრზე ახალი გზა დაიგო. ამ დრომდე აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი არ არსებობდა.


ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

მათივე ცნობით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 173 017 ლარი შეადგინა და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გზის მშენებლობის პროცესში 20 ადგილობრივი იყო დასაქმებული.

გზის სამშენებლო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,არქეოპოლისმა’’ განახორციელა.




Print