რეგიონი
მუზეუმიდან გათავისუფლებული გიდი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გუშინდელ პროცესზე გამოაცხადა. ელზა ზოდელავა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„ველოდებით მოსამართლის განჩინებას და ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზოდელავამ.

ზოდელავას ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი ლელა მოწონელიძე იცავს.

ცნობისთვის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი ელზა ზოდელავა სამსახურიდან მის გათავისუფლებას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ეს მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას პირადი ინტერესია. იგი მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა.


ამავე თემაზე:

მუზეუმიდან გათავისუფლებულის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

გიდი სამსახურიდან გათავისუფლებაში მუზეუმის დირექტორს ადანაშაულებს (ვიდეო)
Print