რეგიონი
ზუგდიდში „ტერაბანკის“ ფილიალი გაიხსნა (ვიდეო) ®
ზუგდიდში, კიკალიშვილის N1-ში, "ტერაბანკის" ფილიალი გაიხსნა. ბანკის საკომუნიკაციო მესიჯია "ჩემი ფინანსური სახლი", სადაც თანამშრომლები მომხმარებლებს კომფორტულ პირობებში უმაღლეს საბანკო მომსახურებას სთავაზობენ და მათი დროის დაზოგვაზე ზრუნავენ.




"ზუგდიდი ჩვენთვის სტრატეგიული რეგიონია და დარწმუნებულები ვართ მის პოტენციალში. მჯერა, რომ ჩვენი ბანკი ამ ქალაქისთვის საინტერესო იქნება. გვექნება ძალიან საინტერესო აქციები"", - განაცხადა "ტერაბანკის" გენერალურმა დირექტორმა თეა ლორთქიფანიძემ.


















ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ბანკის მენეჯმენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად "ტერაბანკის" ბიზნესკლიენტები დაესწრნენ.



ცნობისთის, "ტერაბანკი" უკვე 19 წელია ბაზარზეა. ბანკი მომხმარებელს როგორც საცალო მომსახურებას, ასევე, ბიზნესის დაკრედიტებასაც სთავაზობს.




Print