რეგიონი
ზუგდიდში აქცია - „მეტი რაღა უნდა მოხდეს“ გაიმართება
დღეს ზუგდიდში აქცია - ,,მეტი რაღა უნდა მოხდეს’’ ქალაქის მთავარი ხეივნის შუაგულში, თბილისის პარალელურად, 19:00 საათზე გაიმართება. დაკავებული რეპერების მხარდასაჭერ აქციას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტიური მოქალაქეები შეუერთდებიან. 



აღნიშნული ღონისძიება „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით ჩატარდება.

ცნობისთვის, ,,ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 3 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. თავის მხრივ, მუსიკოსები აცხადებენ, რომ მათი დაკავება მათ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.

Print