რეგიონი
ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს რეპერების დაკავების მოტივები
სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჯგუფ "ბირჟა მაფიას" რეპერების დაკავების ის მოტივები, რაც დაკავებულებმა და მათი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენის აპარატი ყურადღებით მიადევნებს თვალს მოცემულ საქმეს და საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

"2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიას" რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი "მდმა" ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)." თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე იგივე აღნიშნა ორივე ბრალდებულმა. კერძოდ, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, "გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია [...] დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო [...] გადამიყვანეს კაპაზეში, მითხრეს [...] ვიღაც ძალიან გააღიზიანეო, გადამიყვანეს რაღაც ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ აი, ვისაც არ უყვარს პოლიციელი. არ მალავდნენ, რომ ამ კლიპზე იყო საუბარი, მკითხეს შენ ხარ ავტორიო და ვუთხარი რომ კი, შემეშალა. მეუბნებოდნენ რომ მეღიარებინა, რომ მეთქვა რომ ჩემი იყო ნარკოტიკი და მოხმარებისთვის მინდოდა." ხოლო მეორე დაკავებულის, გიორგი ქებურიას თქმით: "მაძალებდნენ აღიარებით ჩვენებას და მეუბნებოდნენ, რომ აღიარების შედეგად ჯარიმით გამოვიდოდი. ეს ყველაფერი მოჰყვა კლიპს, რომელშიც პოლიციისთვის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაშია გამოყვანილი მსახიობი. ამას ვერ მალავდნენ. ჩემთვის უცნობმა პირმა მომაყენა შეურაცხყოფა და მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო."

აღსანიშნავია, რომ ყოუტუბე-ზე 4 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, პოლიციელის პერსონაჟი მართლაც იმგვარადაა დაბურული, რომ მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, რაც აძლიერებს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ვერსიას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, "შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია." არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უაღრესად საყურადღებოა ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიპის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და მისი დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად წარმოება.

სახალხო დამცველი ყურადღებით მიადევნებს თვალს მოცემულ საქმეს და საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.