რეგიონი
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური: ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა (ვიდეო)
ზუგდიდში ენგურ-ქაღალდ კომბინატში, კულტურის სახლის შენობის წინ საზოგადოებრივი დარბაზის "აფხაზეთი" დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვეშრა მიმდინარეობს, რომელსაც "ტყის ძმების" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით შენგელიაც ესწრება. მისი თქმით, ის საზოგადოებრივი დარბაზის რიგითი წევრია და სხვებთან ერთად დევნილების პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს.

,,ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა. მოგეხსენებათ, რომ 25 წელი გავიდა მას მერე რაც დევნილობაში ვიმყოფებით. ხალხი არის გაჭირვებულ მდგოამრეობაში, უმრავლესობას არ აქვს სახლი... ამის გარდა, 45 ლარიანი შემწეობა გვეძელვა, როცა საარსებო წყარო არის 168 ლარი. ცოდვაა ეს ხალხი და მინდა, რომ მათ შემწეობა გაეზარდოს. მე არ ვარ ამ საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებელი, ერთ-ერთი წევრი ვიქნები ", - თქვა დავით შენგელიამ.



დღეს დევნილებმა ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი "აფხაზეთი" დააფუძნეს. მისი წევრების თქმით, მათი მიზანია დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრას იძულებით გადაადგილებული პირები, საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნებლები და მისი წევრები დაესწრნენ.

ცნობისთვის, პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დავით შენგელია, რომელიც 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა, 2004 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმრო 6 წლის შემდეგ - 2010 წელს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დასახელდა. ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.


ამავე თემაზე:
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური შესაძლოა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაერთოს (ვიდეო)

Print