რეგიონი
რუხში „მარათონი 2017“ ჩატარდა (ვიდეო)
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით რუხში „მარათონი 2017“ გაიმართა. 5 კილომეტრიან გარბენში, რომელმაც სტარტი რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და „რუხი მოლთან“ დასრულდა, 200-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.




პირველი ადგილი გოგონებში - მარიამ ბერანძემ, ხოლო ბიჭებში ბაჩანა ოყუჯავამ მოიპოვა. მან მანძილი 19 წუთში დაფარა.



ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა საპრიზო ადგილებზე გასული ექვსი მონაწილე დააჯილოვეს და სხვადასხვა პრიზი გადასცეს, მათ შორის, GemFest-ის ბილეთები.



პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა შპს "კედასგან" ფულადი ჯილდო და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები მიიღეს.



გარბენში მონაწილეობა ახალგაზრდებათან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და Gemfest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ მიიღეს.




მარათონის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.



მარათონს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, ორგანიზატორები მის ჩატარებას ყოველწლიურად აპირებენ.



ღონისძიების სპონსორები არიან: რუხი მოლი, წყალი „სნო“, გამაგრილებელი სასმელი „PEPSI”, რესტორანი "არგო", შპს "კედა" და საკანცელარიო სერვისი „BestCopy”.

ამასთან „მარათონი 2017“ - ის მხარდამჭერები არიან: საპარტნიორო ფონდი, ტექნოპარკი, ქალაქ ზუგდიდის მერია, გამგეობა, სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და რადიო „ათინათი“ .

ამავე თემაზე:

ზუგდიდში „მარათონი 2017“ გაიმართება
Print