რეგიონი
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ რუხში გაიმართება
პროექტ ,,შემოსაზღვრე საქართველოს’’ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 15 ივნისს გაიმართება.

რადიო ,,ათინათი’’ გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:

18:00 - 19:20 ქ. ზუგდიდი: კულტურის ცენტრი „ოდიში“ - ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ - დასწრება თავისუფალია;

19:30 - 21:40 - ქ. ზუგდიდი: კულტურის ცენტრი „ოდიში“ - ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენება (სცენარი: გურამ მეგრელიშვილი, ნინია სადღობელაშვილი);

18:00 - დან - 22:00 მდე - სოფ. რუხი „გადაწერე „ვეფხისტყაოსანი“;

19:00 – 19:50 ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“

20:00 – 20:30 სოფ. რუხი (რუხის ციხე) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ;

20:30 – 21:00 სოფ. რუხი (რუხის ციხე) ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატორის და მთარგმნელის გაგა ლომიძის ლექცია - ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200.

21:10 – 22:20 - სოფ. რუხი მუსიკალური კონცერტი - გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, რომლის მიზანი კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვაა, პირველად 2016 წელს ჩატარდა.

Print