რეგიონი
სოფელ საჩინოს მოსახლეობამ ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა
სოფელ საჩინოს მოსახლეობამ ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები 7 კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სოფლის გზის რეაბილიტაცია წლევანდელი ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება.



სამართალდამცველებმა გადაკეტილი გზის გახსნა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. აქციაზე ერთი პირი დააკავეს, თუმცა სამართალდამცავებმა მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ვერ მოახერხეს.

აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ.




ცნობისთვის, სოფელ საჩინოს მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით აქცია გასულ კვირაში წალენჯიხის გამგეობის შენობის წინ გამართა.


Print