რეგიონი
წალენჯიხაში საპროტესტო აქცია დასრულდა (ვიდეო)

სოფელ საჩინოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ადგილობრივებს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია შეხვდა. გაბელია აქციის მონაწილეებს სოფლის გზის რეაბილიტაციას დაჰპირდა.

 




"ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით მუშაობა არ შეჩერებულა და გრძელდება. კონკრეტულად, საჩინოს შემთხვევაში სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება, მომდევნო წლისთვის კი უშუალოდ ფიზიკური სამუშაოები",- განაცხადა გაბელიამ.



ცნობისთვის, სოფელ საჩინოს მოსახლეობამ ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დილიდან გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეები 7 კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე:

წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დროებით გაიხსნა

სოფელ საჩინოს მოსახლეობამ ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა

Print