რეგიონი
„ბირჟა მაფიის“ წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ სააპელაციო სასამართლომ მიიღო. მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან - 50 000, ხოლო ქებურია 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

დარბაზის დატოვების შემდეგ რეპერებმა მცირე კომენტარიც გააკეთეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ქებურიას განცხადებით, სამართალმცავებმა მას აღიარებით ჩვენებაზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.

მუსიკოსებმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადეს.

ცნობისთვის, ,ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 3 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. თავის მხრივ, მუსიკოსები აცხადებენ, რომ მათი დაკავება მათ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. რეპერების მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდშიც ჩატარდა.


ამავე თემაზე:

„ბირჟა მაფიის“ წევრები შესაძლოა გაათავისუფლონ

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს რეპერების დაკავების მოტივები

ზუგდიდში აქცია - „მეტი რაღა უნდა მოხდეს“ გაიმართა (ვიდეო)


Print