რეგიონი
13 ივნისსს დაღუპული დები ზარანდიებისა და მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს
13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში დაღუპული მარიამ ქუთელიასა და დები ზარანდიების საფლავზე იმყოფებოდნენ დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა


ქალაქის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლებმა ზუგდიდში - ქუთელიას, ხობში კი - ზარანდიების საფლავები ყვავილებით შეამკეს.



ფოტო: ქალაქ ზუგდიდის მერია

მარიამ ქუთელია, ინდირა და ლიზა ზარანდიები 13 ივნისის წყალდიდობას ემსხპერპლნენ. 22 წლის ინდირა ზარანდიას ცხედარი ტრაგედიიდან მეორე დღეს მზიურში, ხოლო ლიზა ზარანდიას ცხედარი მეხუთე დღეს ზოოპარკში იპოვეს. ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს დაღუპული მარიამ ქუთელიაც წყალდიდობის მეორე დღეს. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამავე თემაზე:

13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან წლისთავზე სამებაში პანაშვიდი ჩატარდება
Print