რეგიონი
ქალაქ ზუგდიდში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა დაიწყო
დღეს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლა დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით 115 ჰა ფართობის თხილნარი შეიწამლება, რისთვისაც ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის ეგიდით სამი ბრიგადა სპეციალურად გამოყოფილი ტექნიკით იმუშავებს.

ბრიგადის წევრებს ტრენინგები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. დღეს ისინი ინსტურქციებს უკვე ადგილზე იღებენ.



ფოტო: ქალაქ ზუგდიდის მერია


ქალაქის მერიის ინფორმაციით, შეწამვლა ქალაქის ყველა ქუჩასა და ჩიხშია დაგეგმილი. რაც შეეხება სამუშაოების ვადებს, ის სპეციალისტების მიერ დადგენილ ვადებში განხორციელდება.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი, ხოლო ქალაქ ზუგდიდის მასშტაბით კი - 12 420 ლარს გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

ამავე თემაზე:

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებისთვის 12 420 ლარი გამოიყო


Print