რეგიონი
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“- პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (KEDEC) ზუგდიდში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ წარადგინა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა. მას სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედი ორგანიზაციები დაესწრნენ. ორგანიზაციის დირექტორის ლია კილაძის თქმით, აღნიშნული პროექტი მიზნად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს.

,,პროექტი მრავალ შესაძლებლობას იძლევა, როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, ასევე, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. საბოლოო ჯამში ის ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას ’’,- აღნიშნა კილაძემ.

ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შერჩევა, რომლებიც ინფორმაციის გავრცელების, კომუნიკაციის, ტრენინგებისა და სხვადახვა აქტივობების ცენტრი იქნება.




,,საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული „ჰაბი“ შეირჩევა. თუ რომელი ორგანიზაცია იქნება ეს, ამის შესახებ კი ღია კონკურსის შემდეგ გავიგებთ ‘’, - თქვა პროექტის მენეჯერმა დავით აფრასიძემ.

ზემოაღნიშნული პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ (KAS) ხორციელდება, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრი(CSRDG) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.

Print