რეგიონი
პრაიმედმა ზუგდიდში პირველი მოლეკულური ლაბორატორია გახსნა (ვიდეო)
ზუგდიდში, ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ბაზაზე პრაიმედმა ახალი მოლეკულური PCR ლაბორატორია გახსნა. საავადმყოფოს დირექტორის ზაზა დგებუაძის თქმით, ლაბორატორიაში ინფექციური დაავადებების, ვირუსებისა და ონკოლოგიური პათოლიგიების ადრეული დიაგნოსტიკა იქნება შესაძლებელი.

„თანამედროვე ლაბორატორიაში ხდება მოლეკულების დნმ-ის დონეზე იდენტიფიცირება, რაც ამ პათოლიგიების დიაგნოსტიკაში უმნიშვენლოვანესია“, - აღნიშნა დგებუაძემ.



ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას განმარტებით, ლაბორატორია ამერიკული უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.

„უახლესი აპარატურის საშუალებით ხდება ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიზეზების რეალურ დროში გამოკვლევა. ექიმებისა და პაციენტებისთვის კომფორტია. მანამდე ასეთი კვლევები ადგილზე არ ტარდებოდა“, - თქვა ქაჯაიამ.

მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გახსნას საავადმყოფოს წარმომადგენლებთან ერთად დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.



Print