რეგიონი
ჩეხეთის სენატის დელეგაცია ხურჩაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია ხურჩა-ნაბაკევის გაუქმებულ ე.წ გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. მათ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეთნიკური ქართველების მდგომარეობა გააცნო და რუსეთის საოკუპაციო ჯარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი საზღვრები შეიძლება არსებობდეს. ჩეხეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წარმომადგენლის პეტერ კოლიბამ.

დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი.

სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლები ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ფოტო: imedinews.ge
Print