ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა" ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი „სუფთა რეგიონის“ ფარგლებში დაიწყო.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

გამგეობაში ამასთან დაკავშირებით სხდომაც გაიმართა, სადაც კომისიის წევრებს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი -" ს დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ მიაწოდა. მან ყველაზე სუფთა სოფლების, ქუჩებისა და ეზოების ჩამონათვალი და ფოტომასალა წარადგინა.

გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციული ერთეული, 6 ქუჩა და 10 საცხოვრებელი სახლის ეზო გამოვლინდა.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

კონკურსი, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველომ გამოაცხადა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

Print