რეგიონი
სტიქია წალენჯიხაში (ფოტო)
გადაუღებელი წვიმების შედეგად წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ადიდებულმა ღელეებმა დააზიანა სავალი გზის ნაწილი, ქალაღალის ტერიტორიაზე კი მეწყერი ჩამოწვა. ამასთან, დაიტბორა რამდენიმე სახლ--კარი, სახნავ-სათესი სავარგულები და ეზოები. ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სტიქიის ზონა ადგილობრივი ხელისუფ ლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას შეისწავლის და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

Print