ახალი ამბები
სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
გადაუღებელი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. სოფლებში შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა, ადიდებულმა ღელეებმა სავალი გზის ნაწილი დააზიანა და სახნავ-სათესი მიწები დატბორა. ასევე, დაიმეწყრა შიდა გზა ქალაღალის ტერიტორიაზე.



სტიქიამ სოფელ ლიაში რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

გამგებლის ბესიკ ფარცვანიას ცნობით, სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის და კონკრეტული ინფორმაცია დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.





წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

ცნობისთვის, სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად სხვადასხვა პრობლემა შეიქმნა.


Print