რეგიონი
"წიგნები საქართველოდან ქართველ ემიგრანტებს" – აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ზუგდიდში ქართველი ემიგრანტებისთვის წიგნები შეაგროვეს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯანო ჭკადუას თქმით, წიგნების შეგროვების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ემიგრანტებთან დაკავშირებით ერთ-ერთ პროექტზე მუშაობა დაიწყეს.



"ერთადერთი, რასაც ემიგრანტები საქართველოდან ითხოვდნენ, წიგნები იყო. ამ აქციას ერთჯერადი ხასიათი აქვს, თუმცა ვისაც სურვილი ექნება ჩვენს თანამემამულეებს წიგნები გაუგზავნოს, შეუძლია ჩვენთან მოიტანოს და აუცილებლად გავუგზავნით", - აღნიშნა ჭკადუამ.

წიგნების შეგროვების აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები შეუერთდნენ. 
Print