რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს დაიწყო.

ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შ.პ.ს ,,ზუგდიდაგროსერვის“-თან ერთად ახორციელებენ. მათ შესაბამისი სწავლება ჩაუტარდათ და სპეციალური აღჭურვილობა და ტანსაცმელი გადაეცათ. სამუშაოებში მონაწილეობა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.




დღესვე ისინი სოფელ ორსანტიაში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„დღეს დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაოების შესახებ. სამუშაო ჯგუფებმა მუშაობ უკვე დაიწყეს. პირველი ეტაპი, დაახლოებით, 22 დღეში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ლაშა გოგიამ.




სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში, თხილის ნარგავების შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. 1,5 ჰა-მდე ფართობის მფლობელებს სახელმწიფო ნარგავებს საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 1,5 -დან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი შესაწამლად უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნული სამუშაოებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 421 300 ლარი და 7-ტონამდე საწვავი გამოიყო.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს დაიწყო და ეტაპობრივად 48 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ამავე თემაზე:

სამეგრელოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაობი ორშაბათიდან მასიურად დაიწყება

აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები 8 ივნისს დაიწყება

სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების დამონტაჟება დაიწყო

Print