რეგიონი
ზუგდიდში flea market გაიმართება
,,flea market’’ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში 2 ივლისს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის წარმომადგენლობაა. ე.წ. ძველმანების ბაზრობაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაყიდოს ან იყიდოს ნებისმერი ნივთი.




,,ზუგდიდის Flea market არ იქნება მხოლოდ ბაზრობა. ეს იქნება ღონისძიება, რომლის მთავარი მესიჯია „თანასწორობისთვის“ ამ დღეს ყურადღება გამახვილდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უფლებებზე. ხაზი გაესმევა იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა,’’- ამბობენ ,,თანასწორობის მოძრაობის’’ ზუგდიდის ოფისში.

აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვა, პრეზენტაციაზე 19 ივნისს, 14:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდება.

Print