რეგიონი
,,დადე შენი აგური ცოდნის კაფეს ასაშენებლად’’- აქცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში ადგილობრივმა აქტივისტებმა საქველმოქმედო აქცია ,,ცოდნის კაფეს’’ გადასარჩენად გამართეს. ღონისძიების მიზანი წნორში ,,ცოდნის კაფეს’’ ასაშენებლად თანხის შეგროვებაა.

,,ცოდნის კაფე ეს არის ლიტერატურული სივრცე, რომელსაც ამ დროისთვის საკუთარი სივრცე არ გააჩნია და აგვისტოს შემდეგ უწევს დავტოვოს ადგილი, სადაც ახლა ფუქნციონირებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა თანხა’’ ,- აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლიკა როგავამ.

აქციაზე, რომელიც საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა, მოქალაქეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა შემოწირულობები გააკეთეს.

ცნობისთვის, ,,ცოდნის კაფე" არის სოციალური საწარმო წნორში, რომელიც 4 კომპონენტს - მულტიმედია ბიბლიოთეკას, კაფეს, წიგნების მაღაზიასა და არაფომალური განათლების ცენტრს აერთიანებს, რომელსაც საკუთარი სივრცე არ გააჩნია.

Print