რეგიონი
შამგონის მოსახლეობა ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ადგილობრივემა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა მდინარე

ენგურიდან ქვა-ღორღის გატანასა და კარიერის ამოღების სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, აღნიშნული სამუშაოების დროს გარდა ეკოლოგიურ საფრთხისა, საძოვრების მიტაცება ხდება. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, სოფელი ე.წ. წითელი ზონაა და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, დატბორვის საშიშორება არსებობს.

 



ერთ-ერთი ადგილობრივის ლაშა ბეჭვაიას თქმით, რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ენგური ადიდდა და ჯებირები გაარღვია. კარიერების ამოღების შემთხვევასი კი, მოსახლეობას დიდი ზიანი მიიდგება.

"კარიერების ამოღების შემთხვევაში, ძალიან ცუდი შედეგები მოყვება ამას, ამიტომაც მოსახლეობა ითხოვს, რომ კარიერები სხვა ადგილას გადაიტანონ. შამგონელები ამას არ დათმობენ", -აღნიშნა ლაშა ბეჭვაიამ.





აქციაზე სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია TNT GROUP-ის  დირექტორი მანუჩარ ჩანგელია იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ გარემოს დაცვის სააგენტოს ლიცენზია აქვს და ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვს.




"ღია აუქციონზე შევიძინეთ ლიცენზია ქვა-ღორღის მოპოვებაზე და სამუშაოებს, თითქმის, ორი თვეა, ვაწარმოებთ", - განმარტა ჩანგელიამ.




აქციის მონაწილეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " და პარტიის რეგიონულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძეც  მისი შეუერთდა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოების ჩატარებაში ტყის ძმების ერთ-ერთი დამფუძნებლის დათო შენგელიასა და გუბერნატორ ლევან შონიას ბიზნეს ინტერესებია.




"გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა ნებართვა სამინისტრომ. ამ სამუშაოების შედეგად მოსახლეობა დატბორვის საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ პროცესს და მხარს დავუჭერთ ადგილობრივებს", - აღნიშნა წითლიძემ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდია და ლევან შონიას ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.