რეგიონი
ზუგდიდში flea market-ის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობამ’’ ,,flea market"-ის პრეზენტაცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ე.წ. ძველმანების ბაზრობა დაგეგმეს.

„თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლის ცაბუნია ვართაგავას თქმით, ეს იქნება ღონისძიება, რომლის მთავარი მესიჯია ,,თანასწორობისთვის’’.

,,დაიგეგმა 1 ივლისის "flea market", რომელიც არ იქნება მხოლოდ ვაჭრობა, ამ ღონისძიებაზე ხაზი გაესმევა ადამიანთა უფლებებს. გვიერთდებიან ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაცია. გარდა ამისა, ე.წ. ძველმანების ბაზრობაზე მოსულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაყიდოს ან იყიდოს ნებისმერი ნივთი, იდეა და მოქმედება’’,- თქვა ვართაგავამ.



აღნიშნულ შეხვედრაზე ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიცვალა. flea market ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში 1 ივლისს გაიმართება.

ამავე თემაზე:
ზუგდიდში flea market გაიმართება

Print