რეგიონი
ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის საქმეზე ბრალდებულ კაკო ტიბუას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმის, სამართალდამცავის ელზა ქორთუას ჩვენებამ, რომლის მიხედვით, უბნის დარბევის ფაქტში ტიბუა მონაწილეობდა, ბრალდებულის გაღიზიანება გამოწვია.

„ვინ გასწავლა, ასე რომ გეთქვა“, - მიმართა ტიბუამ მოწმეს. მოსამართლე შოთა ბიჭიამ ბრალდებულს წესრიგისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა ის მოწმესთან სიტყვიერ დაპირისპირებას აგრძელებდა, რის გამოც ტიბუა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.




მოწმეების დაკითხვა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც კაკო ტიბუამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

ცნობისთვის, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე:

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება (ვიდეო)

ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეები დაკითხეს

ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკისრა (ვიდეო)
Print