ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრებას მოითხოვს
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას კიდევ ერთხელ გააკრიტიკებს და რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრებას მოითხოვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებსა და მავთულხლართების გავლებაზე, ასევე, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების შესახებ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობასა და დევნილთა დაბრუნებაზე გამახვილდება.

„ძალის არგამოყენების გარანტიის საერთაშორისო მექანიზმები უნდა შეიქმნას და ამაზე უკვე წლებია მიმდინარეობს დისკუსია, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ, სერიოზული წინსვლა არ გვაქვს... ამის გარეშე ძნელი იქნება რაიმე უსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოსა და რეგიონში“, - განაცხადა დავით დონდუამ.

ამავე თემაზე:

ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ევროკავშირი უარყოფითად აფასებს 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხოზორიას მკვლელზე სამართლებრივი დევნის განახლებას ითხოვს 

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა (ვიდეო)

Print