რეგიონი
ზუგდიდში ,,ვეფხისტყაოსანი’’ საჯაროდ წაიკითხეს (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ჩატარდა. ღონისძიებაში ბიბლიოთეკის მკითხველებმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.


ბიბლიოთეკის დირექტორის მანანა გვარამიას თქმით, ღონისძიების მიზანია ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

,,ეს არის ქართველი ხალხის საგანძური და ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობის დაინტერესება მრავალ საუკოვანი ქართული ლიტერატრუით’’, - თქვა გვარამიამ.




გარდა ამისა, შეხვედრაზე ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა.

აღნიშნული ღონისძიება ბიბლიოთეკის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით 2011 წლიდან ტარდება.

Print