რეგიონი
სუს: პირველ ოტობაიაში დაკავებული ზუგდიდის მკვიდრი გათავისუფლებულია
გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში დაკავებული ზუგდიდის მცხოვრები ირაკლის აბსანძე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მისი დაკავების შესახებ ცნობა გუშინ აფხაზურმა მხარემ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, აბსანძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით იყო აღძრული.



Print