რეგიონი
ზედა ეწერში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა (ვიდეო)
უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია რამდენიმე ქუჩა, სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლის ეზოები.



ადგილობრივების თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი სანიაღვრე არხების გაუმართაობაა და ისინი მათ მოწესრიგებას ითხოვენ.

თავის მხრივ, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია ამბობს, რომ სანიაღვრე არხების პრობლემა არსებობს და ამ მიამრთულებით მუშაობა მიმდინარეობს.

Print