რეგიონი
სასამართლომ „სპარს“ ჯარიმის დაკისრების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა მისცა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სუპერმარკეტების ქსელი „სპარი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ჯარიმის გადახდა არ დააკისრა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. "სპარს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური გარემოს დაბინძურებას ედავებოდა.

შპს „ევროფუდის“ დამფუძნებლისა და სამეგრელოში „სპარის“ ლიცენზიის მფლობელის გიორგი ნარმანიას თქმით, ის მსგავს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. სპარის ხელმძღვანელობა თავს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს, თუმცა გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილების ამ ნაწილს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ აქვს.


ცნობისთვის, ცნობისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა სუპერტმარკეტ „სპარის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით შეადგინა. რაც საჯარიმო სანქციას 1000 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. თავის მხრივ, გიორგი ნარმანია აღნიშნულს მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს და მას ,,სპარის“ მეორე მაღაზიის გახსნასა და მიღწეულ წარმატებებს უკავშირებს.


ამავე თემაზე:

„სპარის“ მიერ გარემოს შესაძლო დაბინძურების ფაქტზე სასამართლო განხილვა გაიმართა


„სპარის“ მენეჯერი ზეწოლაზე საუბრობს და სასამართლოში ჩივილს აპირებს (ვიდეო)
Print