რეგიონი
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაცია: ოტობაიაში მიტინგი არ გამართულა
სოფელ ნაბაკევში მიტინგი არ გამართულა, - ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასტამურ ასლანძიამ განუცხადა.

"საუბრები იმის შესახებ, თითქოს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მიტინგი ჩატარდა, სიცრუეა. იქ სოფლის კრება გაიმართა, რომელსაც სახალხო კრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დეპუტატებთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება სოფლის მცხოვრებლებმა მიიღეს. საკითხი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ფორმა №9-ის ვადა ამოუწურათ, აღნიშნულის ფორმის ვადის გაგრძელებას შეეხებოდა “, — დასძინა მან.

ასლანძიას თქმით, გარდა ამისა, განიხილებოდა ბინადრობის უფლების მიღებისა და ამ პროცედურის დაჩქარებასთან დაკავშირებული საკითხები.

22 ივნისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებლებმა მიტინგი გამართეს, რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის წარმომადგენლებს, ბინადრობის უფლების ვადის გაგრძელება და მათთვის აფხაზური ან რუსული პასპორტების გაცემის საკითხის გადაწყვეტა მოთხოვეს.

Print