რეგიონი
ფოთში მეთევზეებმა აქცია გამართეს
ფოთში, მალთაყვის უბანში, მეთევზეებმა პალიასტომის ტბაზე თევზისჭერასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ და ამბობენ, რომ თევზჭერა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი წყაროა.

,,არსად არ ვმუშაობ, ოჯახს თევჭერით ვარჩენ. კანონში გარკვეული რეგულაციები შეიტანეს. მალე სუნთქვის საშუალებაც არ გვექნება. პალიასტომის ტბა ხომ ხალხისაა და რატომ უნდა გვეკრძალებოდეს იქ თევზჭერა? მოვითხოვთ, რომ საკითხით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ“, - განაცხდა მეთევზე ზურაბ სიჭინავამ.



აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ზვიად შუბითიძე მივიდა. შუბითიძის მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

მეთევზეები პრობლემის დროულად მოგვარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციების გამართვით იმუქრებიან.

პალიასტომის ტბა კოლხეთის ეროვნული პარკის ნაკრძალში შედის და იქ თევზჭერას კანონი არეგულირებს.


Print