რეგიონი
ზუგდიდში "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საუნჯე"" "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის იაგო ფასანძის თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობაა.

პრეზენტაციაზე ის ცვლილებები განიხილეს, რაც საჯარო მოხელის სამსახურში მიღების წესს, საჯარო მოხელეების უფლებებსა და მოვალეობებს ეხება.


"კანონი გახდა პროფესიულ კარიერის განვითარებაზე ორიენტირებული. დაიხვეწა კონკურსის სახეები, მათი ჩატარების წესები. ასევე, შემოვიდა საკლასო ჩინების მინიჭება, რაც 12 კლასს გულისხმობს. გარდა ამისა, გაძლიერდა საჯარო მოხელის უფლებები"",- თქვა ,,საუნჯეს"" წევრმა ეგნატე შამუგიამ.

პრეზენტაციას აქტიური ახალგაზრდები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საინფორმაციო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და UK აიდ-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" პროექტის "საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ" ფარგლებში ჩატარდა.

ცნობისთვის, 2015 წლის 27 ოქტომბერს "საჯარო სამსახურის შესახებ" მიღებული საქართველოს კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.

Print