რეგიონი
სენაკში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ზ.შ-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ელექტროტექნიკის მაღაზია დააყაჩაღა. საპატრული ეკიპაჟის წევრებმა ის რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ,,ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და დანა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print