რეგიონი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: მოსახლეობას ცაიშის ნაგავსაყრელი აწუხებს
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გელა თოლორაიას ინფორმაციით, სოფელ ცაიშთან არსებული ნაგავსაყრელი მოსახლეობას აწუხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა აცნობეს.

„მოსახლეობამ მოგვმართა და გვითხრა, რომ ცაიშის ნაგავსაყრელზე ანტისანიტარიაა, აწუხებთ სუნი და კოღოები“ - თქვა თოლორაიამ.

მან სკრებულოს თავმჯდომარეს ამ პრობლემით დაინტერესებისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ნანავა დეპუტატს დაჰპირდა, რომ საკითხში გაერკვევა და შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებს.


Print