რეგიონი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი SSA Marine იქნება
ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესი დასრულდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“გადაწყვეტილებით პორტის ტერმინალის ოპერატორი წამყვანი ამერიკული კომპანია ,,SSA Marine-ი'' გახდა. ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა.

„მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და გვიხარია, რომ ჩვენს მსოფლიო კლასის ისეთ პარტნიორებს, როგორებიც არიან კონტი ჯგუფი, ვან ოორდი თუ სხვები, ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე კომპანია შეემატა. ,,SSA Marine-ი'' მსოფლიოს უმსხვილესი პორტოპერატორია და მისი ქართულ პროექტში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი და საეტაპო მოვლენაა“,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

,,SSA Marine-ის'' სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine-ი მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ახდენს ოპერირებას და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისათივს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები ანაკლიაში. გარდა ამისა, პორტის დიზაინზე დასრულდა მუშაობა და დიზაინის პროექტს კონსორციუმი 2017 წლის 30 ივნისს მთავრობას წარუდგენს. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

Print