რეგიონი
ზუგდიდში შშმ ბავშვებისთვის ცენტრი აშენდება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის ცენტრის ასაშენებლად ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე 600 კვ.მ.მიწის ნაკვეთი გამოიყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნული ტერიტორია სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით შშმ ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს "ნერგებს“ გადაეცა. ორგანიზაცია შშმ მოზარდებსა და მათ საჭიროებებზე მუშაობს.

„ნერგები“ ამ დრომდე მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო განთავსებული, თუმცა, საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას თქმით, ოთახების რაოდენობა საკმარისი არ არის. გარდა ამისა, ტერიტორია განათლების სამინისტროს სჭირდება.

Print