რეგიონი
დიდინეძში უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოავლინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, მდინარე ჩხოუშიზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელებმა უკანონო თევჭერის ფაქტი გამოავლინეს.



უწყების ცნობით, ჯ.ლ. და ზ.ფ, გასაბერი რეზინის ნავითა და ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონოდ იჭერდნენ თევზს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გასაბერი რეზინის ნავი, ელექტროშოკური აპარატი და 6.6კგ უკანონოდ მოპოვებული თევზი ამოიღეს.

შესაბამისი ოქმების შედგენის შემდეგ მასალები რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.


Print