რეგიონი
ცაიშში ძალადობის მსხვერპლთათვის დროებითი თავშესაფარი მოეწყობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ ცაიშში ძალადობის მსხვერპლთათვის დროებითი თავშესაფარი მოეწყობა. ცენტრისთვის ფართს ზუგდიდის გამგეობა ააიპ ქალთა საკონუსლტაციო ცენტრ „სახლს“ გადასცემს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საკრებულოს თავმჯომარის მაიზერ ნანავას ინფორმაციით, ცენტრი ძალადობის მსხვერლს ქალებსა და ბავშვებს მოემსახურება.

„ეს იქნება რაებილიტაციის ცენტრი და დროებითი თავშესაფარი, სადაც ბენეფიციარებს კონსულტაციებსაც გაუწევენ“, - აღნიშნა ნანავამ.

საკონსულტაციო ცენტრს 220 კვ.მ. შენობა 2 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა.
Print