რეგიონი
შსს: ჭალეში მოქალაქეების მიმართ არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია
შსს-ს სამინისტროში ჭალეში გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავები კანონის შესაბისად მოქმედებდნენ.

,,წალენჯიხის პოლიციის განყოფილების მხრიდან მოქალაქეების მიმართ არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სოფელ ჭალეში სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დაცვაც სამართალდამცავების მოვალეობაა’’, - განუცხადეს რადიო ,,ათინათს'' სამინისტროში.


ცნობისთვის, ჭალეში საპროტესო აქცია გაიმართა. ისინი ელექტროგადამცემი ბოძების ჩადგმას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ მათი დაშლა სცადა და ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც შუახნის ქალი შეუძლოდ გახდა. 

ამავე თემაზე:

ჭალეში გამართულ აქციაზე შუახნის ქალი შეუძლოდ გახდა
Print