რეგიონი
თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ფერმერთა ახალი ჯგუფები შეემატა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ოთხი ახალი ჯგუფი შეემატა. ჯგუფები ასოციაციის წევრი ფერმერებისაგან ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში რიყესა და ეწერში დაკომპლექტდა.

ასოციაციის წარმომადგენლებმა ახალ წევრებს ის სერვისები და სიახლეები გააცნეს, რომლითაც ისინი სარგებლობასა და შესაბამისად, თხილის მოსავლის ხარისხის გაზრდას შეძლებენ.



ფოტო: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია


საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა იმ სარგებელზე საუბრობს, რომელსაც გაწევრიანების შემთხვევაში, ასოციაციის წევრი ფერმერები მიიღებენ.  

„ჩვენი მიზანია მივიდეთ ყველა თხილის მწარმოებელ ფერმერთან, დავეხმაროთ მათ ცოდნით, თხილის გაშენებისა და მოვლის ოპტიმალური მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ამ გზებით გავაუმჯობესოთ ფერმერების ცხოვრების დონე და ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში“, - აღნიშნა თოდუამ.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია USAID-ისა და “ფერეროს“ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.

ამავე თემაზე:

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ორსანტიელ ფერმერებს მავნებლის შესაწამლი აპარატი გადასცა (ვიდეო)
Print