რეგიონი
ოჩამჩირის იზოლატორიდან მსაჯვრდებულები გაიქცნენ
ოჩამჩირეში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მსჯავრდებული ზურაბ ბაგათელია გაიქცა. დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2 ივლისს 14:30 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში ზურაბ ბაგათელიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 30 დღით დაკავებულ იბრაგიმ აგრბას დახმარებით, საკნის გისოსების გახერხვა, დერეფნის გავლით გარეთ გასვლა და მასთან ერთად მიმალვა მოახერხა.

სისხლის სამართლის საქმე იზოლატორიდან გაქცევისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი თანამდებობის პირთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნებზე არის აღძრული. გაქცეულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება.


Print