რეგიონი
აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობა ავრცელებს.

3 ივლისის მდგომარეობით 13498.2 ჰა შეწამლულია, რაც საერთო ფართობის 95 % შეადგენს, ხოლო 14 213 ჰა თხილის ფართობი დასამუშავებელია.

აზიური ფაროსანას შეწამვლით სამუშაოებზე 48 ადმინისტრაციულ ერთეულში 414 ჯგუფი მუშაობს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

ამავე თემაზე:

ქალაქ ზუგდიდში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა დაიწყო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებისთვის 12 420 ლარი გამოიყო
Print