რეგიონი
ზუგდიდში ტემპერატურა დღეს საღამოდან მკვეთრად დაეცემა
ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას ცნობით, დღეს საღამოდან დაწყებული წვიმა 4 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდება.

„ჰაერის ტემპერატურა 10°-ით დაეცემა. ხვალ უკვე 27° იქნება. ამასთან, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. 6-ში ნალექი, შესაძლოა, შეწყდეს, თუმცა გრილი და არამდგრადი ამინდი 8 ივლისამდეა მოსალოდნელი“- აღნიშნა გვაზავამ.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ ბოლო ორი დღის განმავლობაში 38-40°-ს მიაღწია.

ამავე თემაზე:

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა 40°- მდე მოიმატოს

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს
Print