რეგიონი
ფოთში მეგობარი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ფოთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ქალი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა მეგობარი მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,

საკუთარ საცხვრებელ ბინაში დანით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებულის მეზობლების თქმით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილსა და მის მეგობარ ქალს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.

გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, ბრალდებული კი სამართალდამაცვებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს


 


 

 

Print